ხანძრის შედეგად, სოფელ გურჯაანში მარტოხელა მამაკაცი ღია ცის ქვეშ დარჩა

ხანძრის შედეგად, სოფელ გურჯაანში მარტოხელა მამაკაცი ღია ცის ქვეშ დარჩა

სოფელ გურჯაანში ხანძრის შედეგად, გურამ კოზმანაშვილის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. დაზარალებულის თქმით, მან ღამე საქათმეში გაათენა. მამაკაცმა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენაც ვერ შეძლო.

"სახანძრო მანქანა შემთხევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან სამ წუთში მივიდა. თუმცა, როგორც ჩანს, სახლში არავინ იმყოფებოდა, მეზობლებმა კი ცეცხლი მოგვიანებით შენიშნეს, რის გამოც მეხანძრეებმა სახლის გადარჩენა ვერ შეძლეს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა ვანო შავლიაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია