დონეცკთან ახლოს ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და სამი დაიჭრა

დონეცკთან ახლოს ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და სამი დაიჭრა

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დონეცკთან ახლოს, ბრძოლების შედეგად ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და სამი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველები ერთ-ერთ ბატალიონში მსახურობდნენ, რომელიც დონეცკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო დისლოცირებული.

დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა კრიტიკული არ არის.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და ვერც სხვა ოფიციალური სტრუქტურები ფაქტს ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის თაობაზე ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია