თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ავტოავარიის შედეგად, სიგარეტების ჯიხური დაინგრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა მოვაჭრეებმა განუცხადეს, შემთხვევა დილის 5 საათზე მოხდა. ჯიხური მთლიანად არის დანგრეული, ასევე დაზიანებულია გაჩერებაზე არსებული რკინის კონსტრუქცია. მოვაჭრეების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფოტო: FB/ გაიცანით სამარცხვინო მძღოლები