მსმენია, თვითმფრინავის გატაცებაზე სასჯელის უმაღლესი ზომის გამომტანთა შორის, თეა წულუკიანის მამაც იყო - დავით დარჩიაშვილი

მსმენია, თვითმფრინავის გატაცებაზე სასჯელის უმაღლესი ზომის გამომტანთა შორის, თეა წულუკიანის მამაც იყო - დავით დარჩიაშვილი

"მსმენია, თვითმფრინავის გატაცებაზე სასჯელის უმაღლესი ზომის გამომტანთა შორის, მისი მამაც იყოო?", - წერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით დარჩიაშვილი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის შესახებ.

"მსმენია, თვითმფრინავის გატაცებაზე სასჯელის უმაღლესი ზომის გამომტანთა შორის (სრულიად უდანაშაულო მღვდლის დახვრეტის ჩათვლით), მისი მამაც იყოო? ვკითხულობ, მართალია თუ არა?"

პოსტს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. დარჩიაშვილის მეგობრები წერენ, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ეს ჭორი "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მერაბ სამადაშვილმა ააგორა.

- არ არის მართალი - მოსამართლე თემურ გერსამია იყო. თუმცა, არსებობს რაღაც სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, ყველაზე მეტი დახვრეტის განაჩენი საქართელოში მის მამას აქვს გამოტანილი.

დავით დარჩიაშვილი: ოკ, თუმცა მეტია გასარკვევი, საიდან გაჩნდა ეს ჭორი. ვინ იყო მაშინ მამამისი. იყო თუ არა გერსამიასთან კომუნიკაციაში. ეჭვი მაქვს, ამ საკითხზე მარტო ცეკაში კი არა, სასამართლო კოლეგიაშიც მსჯელობდნენ.

- ასეთი კითხვა წულუკიანს ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ დაუსვა. ქალბატონმა უარყო და გერსამია დაასახელა.

- "ფორუმ.ჯი"-ს დისკუსიაში ჭორის ავტორად სამადაშვილი სახელდება, ნათელა მაჭავარიანიც ინტერვიუში მას პასუხობს, - მერაბ სამადაშვილზეა, ეტყობა, საუბარი. წულუკიანის კონკურენტი იყო თქვენგან, ბატონო დავით.

აღსანიშნავია, რომ სამი წლის წინ ამ თემას აქტიურად განიხილავდნენ "თბილისის ფორუმზე". მაშინ წერდნენ: "წულუკიანის მამა იყო მაგ პროცესზე მოსამართლეო. ასევე ამბობენ, მანამდე ქალაქის აღმასკომის თავჯდომარე კობახიძესაც მან გამოუტანა დახვრეტის განაჩენიო. შევარდნაძესთან ჩახუტებული იყოო და მის დროს ყველაზე მეტი სიკვდილით დასჯის განაჩენი მისი გამოტანილიაო".

თუმცა იგივე ფორუმელები თვითმფრინავის გატაცების მონაწილე გეგა კობახიძის დედის, ნათელა მაჭავარიანის განცხადებასაც ავრცელებდნენ ამ თემასთან დაკავშირებით (28 დეკ., 2012):

"პარტია "საქართველოს გზის" და თბილისის საკრებულოს წევრის ნათელა მაჭავარიანის განცხადებით, "თვითმფრინავის ბიჭების" დახვრეტის განაჩენი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის თეა წულუკიანის მამას არ გამოუტანია".

"არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ყოველ წუთს გვესმის ბინძური ჭორები ოპოზიციონერ კანდიდატთა წინააღმდეგ. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ სამადაშვილი "ქართული ოცნების" კანდიდატ თეა წულუკიანის წინააღმდეგ მოსახლეობაში ავრცელებს ხმებს, რომ თითქოს თეას მამა იყო მოსამართლე, რომელმაც "თვითმფრინავის ბიჭების" დახვრეტის განაჩენი გამოიტანა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თვითმფრინავის საქმეზე მოსამართლე იყო თემურ გერსამია, ხოლო პროკურორი - იოსელიანი. დარწმუნებული ვარ, სამადაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ თეა წულუკიანის მამას ამ საქმესთან არავითარი კავშირი არ ჰქონია. ვწუხვარ, რომ აგონიაში მყოფი ხელისუფლების წარმომადგენლები ეხებიან ისეთ სენსიტიურ თემებს, როგორიც თვითმფრინავის საქმეა და მცდელობა აქვთ სიმართლე პოლიტიკური დივიდენდებისთვის დაამახინჯონ", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, მაჭავარიანის განცხადებით, ის, ისევე როგორც პარტია "საქართველოს გზა", ნაძალადევის რაიონში თეა წულუკიანს მხარს უჭერენ.

"დარწმუნებულნი ვართ, წულუკიანი "ქართული ოცნების" მსგავსად გაიმარჯვებს არჩევნებში და საქართველოს პარლამენტის ღირსეული წევრი იქნება. მივმართავ მოსახლეობას, ცოტაც დარჩა, არ აჰყვეთ ჭორებს, ერთად დავუსვათ წერტილი ქვეყანაში გამეფებულ სიცრუეს და ძალმომრეობას. პირველ ოქტომბერს გამარჯვებას ვიზეიმებთ", - განაცხადა მაჭავარიანმა".

ნინი ბადურაშვილი დასთან ერთად დუბაიში ისვენებს - დების ზღაპრული მოგზაურობის ფოტოები

"სიყვარულის 2 წელი" - დავით კირკიტაძის მეუღლე ქორწინების იუბილესთან დაკავშირებით, რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს

"პიროვნება, რომელიც რუს ოლიგარქად მოიხსენიეს, არის ჩემი უახლოესი მეგობრის ბიძა, დაბადებული და გაზრდილი გურჯაანში" - ლექსო თამაზაშვილი "ტვ პირველს" პასუხობს