სამართალდამცველებსა და იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა

სამართალდამცველებსა და იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა

შვილის საფლავზე გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის მეუღლე, ციალა ვაზაგაშვილი შემთხვევის ადგილზე ჩავიდა.

სასაფლაოს ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებსა და გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ვაზაგაშვილის მეუღლე და ახლობლები უკვე რამდენიმე საათია ცდილობენ შემთხვევის ადგილთან მისვლას, თუმცა, მათ ამის საშუალება არ მიეცათ. სამართალდამცველებმა აღნიშნულის მოტივად ჯერ განაღმვითი სამუშაოების წარმოება დაასახელეს, ამჟამად კი აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები და პირველადი ექსპერტიზა დაიწყო.

გარდაცვლილის ახლობლებმა პოლიციის ჯაჭვის გარღვევა სცადს, რომ შემთხვევის ადგილამდე მიეღწიათ, თუმცა პოლიციელების წინააღმდეგობის გამო ეს ვერ შეძლეს. გარდაცვლილის მეუღლე ციალა ვაზაგაშვილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ეჭვობს, რომ შესაძლოა ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობა დაასახელონ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება და გამორიცხავს.

იხილეთ| ყველა სიახლე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების შესახებ

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია