გიგი კალანდაძე მამის დაკრძალვაზე დაჭერის შიშის გამო არ ჩამოვიდა

გიგი კალანდაძე მამის დაკრძალვაზე დაჭერის შიშის გამო არ ჩამოვიდა

ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში გიგი კალანდაძემ ქვეყნიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართევლოს მთავარი პროკურატურა მის დაკავებას გეგმავს.

"საქართევლოში აუცილებელად დავბრუნება ჩემი მთავარი მიზანია, მაგრამ სამწუხაროდ მე როგორც მაქვს ინფორმაცია პროკურატურა ჩემს წინააღდმეგ აგრძელებს ყალბი საქმეების შედგენას და ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებ. არსებობს ინფორმაცია, რომ ჩემი დაკავება იგეგმება. რამოდენიმე დღის უკან გარდამეცვალა მამა და ვერ შევძელი ჩამოსვლა. ამის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ახალი წლის შემდეგ დაიწყეს ახალი საქმის შეკერვა და იბარებდნენ მოწმეებს. ეს ინფორმაცია მე გამაჩნია სანდო წყაროდან,"-განაცხადა გიგი კალანდაძემ.