ეს დაუჯერებელი ამბავი უკრაინის სოგელ ტერნში მოხდა და შეზარა არა მარტო უკრაინელები, არამედ ყველა, ვინც შეიტყო ამის შესახებ. 57 წლის ალექსეი გოროდიშენკო თავადაც განდეგილად იქცა და თავის პაწაწინა ქოხში მთელი 20 წლით გამოკეტა თავისი ქალიშვილები – ტყუპი და ინა და ლინა, რომელნიც სულ ცოტა ხნის წინ დაიხსნეს ტყვეობიდან.
"ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სოფელში დაწყებითი სკოლა დახურეს, - იხსენებს სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი, - ლინამ და ინამ მაშინ დაამთავრეს პირველი კლასი. თუმცა ცოტა ჩამორჩენილები იყვნენ, პროგრამას ვერ ითვისებდნენ და სპეციალურ ინტერნეტში გადაწყვიტეს მათი წარგზავნა. ტყუპის დედა წინააღმდეგი იყო. გამოაცხადა, რომ თავად მოუვლიდა ბავშვებს. თუმცა ასე არ მოხდა – გალოთდა და სულ მალე სხვა კაცს გაეკიდა, შვილები კი ქმარს მიუგდო... ხალხს ეცოდებოდა, ზოგი ღვეზელებს აწვდიდა, ზოგი ვაშლს თუ კარტოფილს... ბავშვების მამას არასდროს ჰქონია ბოსტანი, არც ბაღს უვლიდა. ქალაქის სანაგვეზე მუშაობდა და იმით შოულობდა ფულს. მერე კი უცებ სულ გაწყვიტა ხალხთან ურთიერთობა, გოგონებსაც აუკრძალა გარეთ გამოსვლა და სახლში გამოკეტა. ჩვენ რა უნდა გვექნა", - ამბობს მეზობელი.
ასე გამოკეტეს დები სახლში. ოცი წელი ოთხ კედელს შორის გაატარეს. როგორც ექიმები ამბობენ, ლაპარაკი სულ რომ არ დაავიწყდათ და მთლად არ გაგიჟდნენ, ეს იმის დამსახურებაა, რომ ორნი იყვნენ. შეკითხვების უმრავლესობაზე ერთი პასუხი აქვთ: "არ ვიცი". არ იციან არც იმ ქალაქის სახელი, სადაც მათი დედა ცხოვრობს. არ იციან, რა დრო გაატარეს განდეგილობაში, რატომ გააკეთა მამამ ეს, რა ასაკისანი არიან და საერთოდ, რომელი წელია ახლა.
როგორ ცხოვრობდნენ გოგონები ამ წლების განმავლობაში - ტყუპები შემზარავ 20 წელიწადს დღეს უკვე წარსულ დროში იხსენებენ.
განაგრძეთ კითხვა