ბათუმში BMW-ს მარკის ავტომანქანა დაწვეს - კრიმინალური სამყარო გივი თარგამაძეს აფრთხილებს?

ბათუმში BMW-ს მარკის ავტომანქანა დაწვეს - კრიმინალური სამყარო გივი თარგამაძეს აფრთხილებს?

ბათუმში, წუხელ BMW-ს მარკის ავტომანქანა დაწვეს. მანქანის მეპატრონის დათო მანჯავაძის ინფორმაციით, ავტომანქანას ცეცხლი დაახლოებით 02:30 საათზე გაუჩნდა. შემთხვევა ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მოხდა.

მანქანის მეპატრონე ამბობს, რომ სახლის სათვალთვალო ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს მამაკაცი, რომელმაც მანქანას ბენზინი შეასხა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა. მანჯავიძე მომხდარს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ გივი თარგამაძესთან მეგობრობას უკავშირებს. მანჯავიძე ამბობს, რომ ამ ფაქტით თარგამაძე კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ გაკეთებული ღია განცხადებების გამო გააფრთხილეს.

ბათუმში ავტომობილის დაწვის ეს უკვე მესამე შემთხევაა. გასულ წელს ავტომობილი დაუწვეს პროკურორ ფრიდონ ქარცივაძეს, რამდენიმე დღის წინ კი, ბიზნესმნენ ირაკლი ფარცვანიას.

დათო მანჯავიძის ავტომობილი პოლიციის სპეციალურ ავტოსადგომზეა გადაყვანილი.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია