ავარია ვახუშტის ხიდთან: ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

ავარია ვახუშტის ხიდთან: ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

ვახუშტის ხიდთან ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რომლის შედეგად რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. როგორც "ინტერპრესნიუსს" სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ყველა დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია და მათი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა.

ავარიამ ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გარკვეული ხნით შეაფერხა, თუმცა, ავტომობილების ტროტუარზე გადაყვანის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია