მორწმუნეებს რუსეთიდან ჩამობრძანებული სასწაულმოქმედი ხატის მოლოცვა თბილისში ორშაბათამდე შეეძლებათ

მორწმუნეებს რუსეთიდან ჩამობრძანებული სასწაულმოქმედი ხატის მოლოცვა თბილისში ორშაბათამდე შეეძლებათ

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს "ყოველთა სიხარულთა სიხარული" საქართველოდან ორშაბათს წააბრძანებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "ყოველთა სიხარულთა სიხარული" უკვე ერთი თვეა საქართველოს ტაძრებში მოგზაურობს.

მათივე ინფორმაციით, დღეს საღამომდე, ტაძრის დაკეტვამდე, ხატი დაბრძანებული იქნება ჯვრის მამის ტაძარში, ხოლო შაბათ-კვირას სიონის საპატრიარქო ტაძარში.

ორშაბათს ხატს საქართველოდან რუსეთში წააბრძანებენ.

იხილეთ სტატია| "მის წინაშე მლოცველი უნაყოფო ქალები შვილებს გააჩენენ, კიბოთი დაავადებულები განიკურნებიან" - სასწაულმოქმედ ხატზე ჯვარცმული ქრისტეს სახე გამოისახა

"იანვრის ბოლოს ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერ და მეტჯერ ნაკლები იქნება" - ამირან გამყრელიძე

მთავრობა, პურის ფასის შენარჩუნებისთვის, სუბსიდირების რა 3 სცენარზე მუშაობს - რას ამბობენ "მეხორბლეთა ასოციაციაში“

დანაზოგი და განვადება ერთდროულად -სასიამოვნო სიახლე Hotsale.ge-სგან