რამდენიმე წუთის წინ "კარფურში" განგაში და ევაკუაცია გამოცხადდა, - ამის შესახებ ამბები გე-ს თვითმხილველმა აცნობა.
თვითმხილველის გადმოცემით, მოულოდნელად განგაშის სიგნალი ჩაირთო და შენობაში მყოფ ყველა პირს შენობის დატოვებისკენ მოუწოდეს.
თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ყველაფერი ცრუ განგაში აღმოჩნდა, მიზეზად კი უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობა დასახელდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ "კარფურის" საიტი გატეხეს.