რას შეცვლის ახალი 3D ტესტები და რა ცვლილებები იგეგმება მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაში

რას შეცვლის ახალი 3D ტესტები და რა ცვლილებები იგეგმება მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დაანონსებულმა ინფორმაციამ მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მოსახლეობაში დაბნეულობა გამოიწვია. 2014 წლის 15 დეკემბრიდან მძღოლობის კანდიდატები მართვის მოწმობის გამოცდას ახალი ბილეთებით ჩააბარებენ.

ახალი ბილეთები ინტერნეტში 15 დეკემბრამდე გამოჩნდა. პირველი საიტი, რომელზეც ისინი განთავსდა, იყო teoria.on.ge. ჩვენ საიტის მენეჯერს, მარიამ ქიმერიძეს ვესაუბრეთ.

- რა წყაროდან გაქვთ მიღებული ვებსაიტზე განთავსებული ბილეთები?

- ჩვენთან განთავსებული კითხვები ოფიციალური წყაროდანაა აღებული. თავდაპირველად, ჩვენ საკითხები საკანონმდებლო მაცნედან ავიღეთ, სადაც ყველა ბილეთი შსს მინისტრის ბრძანების დანართში იყო მოთავსებული. ეს მოხდა ამ ბილეთების ძალაში შესვლამდე. 14 დეკემბერსაც კი, ძალაში შესვლამდე ერთი დღით ადრე, ჩვენი საიტი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ბილეთები თემებად დაყოფილი და გამოცდის ფორმატით იყო განთავსებული. ამჟამინდელი, სრულყოფილი და გასწორებული მონაცემები კი შსს-ს მომსახურების სააგენტოს გამოქვეყნებული მასალებიდანაა.

- მოსახლეობაში არსებობდა უკმაყოფილება, რომ გამოქვეყნებული ბილეთები შეცდომებს შეიცავდა. რამდენად მოგვარდა ეს პრობლემა?

- დიახ, თავდაპირევლად, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული ბილეთები მართლაც შეიცავდა შეცდომებს. თუმცა, უკვე რამდენიმე კვირაა, ეს პრობლემა მოგვარებულია და ყველა ბილეთი გასწორებულია. ყოველ მათგანს თან ახლავს განმარტება კანონმდებლობიდან, რითაც შეიძლება თითოეული კითხვის არსის გაგება და შინაარსის უფრო მარტივად დამახსოვრება.

გარდა ბილეთების სტანდარტული ბაზისა, ჩვენი საიტი, teoria.on.ge , დამატებითი სერვისებითაა გამორჩეული. მაგალითად, დარეგისტრირებულ მომხმარებელს საკუთარი სწავლის და ვარჯიშის პროცესის თვალის დევნება შეუძლია პირადი სტატისტიკით, ხელმისაწვდომია მარტივად და გასაგებად სასწავლო მასალები მარეგულირებლის სიგნალების, მართვის მოწმობის კატეგორიების და საგზაო ნიშნების თემებზე. საიტზე სრულყოფილი გარემოა შექმნილი ყველასთვის, ვისაც მაქსიმალურად მოხერხებულად სურს თეორიულ გამოცდაში მომზადება.

- არსებობს მოსაზრება, რომ გამოცდის ახალი ბილეთები ძველებთან შედარებით მნიშვნელოვნად გართულებულია. ეთანხმებით ამას?

- ნამდვილად ვერ დავეთანხმებით. ჩვენი დაკვირვებით, საკითხების ძირფესვიანი ცოდნის შემთხვევაში, თავად ბილეთები საკმაოდ მარტივადაა დაძლევადი. ამას ჩვენი საიტის უამრავი მომხმარებლის მაგალითიც ადასტურებს, რომლებიც უპრობლემოდ აბარებენ გამოცდას. ამავეს აცხადებენ შსს-ს მომსახურების სააგენტოშიც.

მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო ბილეთების გართულებას უარყოფს, მართვის მოწმობის ჩაბარების მსურველების ვნებათაღელვა არ ცხრება. ფორუმებსა და სოციალურ ქსელში ძირითადად ამ შინაარსის კითხვებს სვამენ: რამ განაპირობა ცვლილება მართვის მოწმობის გამოცდის თეორიულ ნაწილში, რას შეცვლის ახალი 3D ტესტებით აღებული მართვის მოწმობები, ახალი გამოცდით მიღებული მართვის მოწმობით სარგებლობა რომელ ქვეყნებში იქნება შესაძლებელი და ა.შ. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ambebi.ge-მ შსს მომსახურების სააგენტოს მიმართა:

- მოგეხსენებათ, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება განსაზღვრულ ვადებში კანონმდებლობა ეტაპობრივად დაუახლოვოს ევროკავშირის კანონმდებლობას სხვადასხვა სფეროში. მართვის მოწმობის გაცემისა და გამოცდების ჩაბარების წესში ცვლილებები ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის მიხედვით განხორციელდა და ახალი ვიდეობილეთები სწორედ ამ დირექტივებს შეესაბამება. არსებული ცვლილება განპირობებული იყო გამოცდაზე გამსვლელთათვის ბილეთების უკეთ აღქმისა და მეტი თვალსაჩინოების მიზნით.ახალ ბილეთებში დახვეწილია როგორც შინაარსი, ასევე ფორმა და ვიზუალური მხარე, რაც გამოცდაზე გამსვლელ მოქალაქეებს გამოცდის წარმატებით ჩაბარების მეტ საშუალებას აძლევს. შეიძლება ითქვას, რომ ახალი ბილეთები ბევრად გაამარტივებს თეორიული გამოცდისთვის მომზადების პროცესს.

-რას შეცვლის ახალი 3D ტესტებით აღებული მართვის მოწმობები?

- თეორიული გამოცდის ახალი ტესტების ელექტრონულ ვერსიაში საგამოცდო ტესტის სწორი და არასწორი პასუხების ნუმერაცია შეიცვალა, რაც საგამოცდო ბილეთების მექანიკურად დამახსოვრებას გამორიცხავს.ვიდეობილეთებში გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რომელთა საშუალებითაც კანდიდატს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და გაანალიზების საშუალება ეძლევა. ტესტზე არასწორი პასუხის შემთხვევაში მართვის მოწმობის მსურველი ვიდეორგოლის საშუალებით ნათლად დაინახავს, თუ რატომ არის ესა თუ ის პასუხი მცდარი. აქედან გამომდინარე, გამოცდაზე გამსვლელი მოქალაქეები საგზაო ნიშნებს არა ზეპირად, არამედ შინაარსობრივად კარგად გაიაზრებენ და აღიქვამენ, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს უსაფრთხო მგზავრობას.

საქართველოში ახალი გამოცდით მიღებული მართვის მოწმობით სარგებლობა რომელ ქვეყნებში იქნება შესაძლებელი?

-ახალი თეორიული გამოცდით მიღებული მართვის მოწმობა არ ცვლის არსებულ მდგომარეობას. ეროვნული მართვის მოწმობით სარგებლობა შესაძლებელია საზღვრის კვეთიდან ერთი წლის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ უკვე ქვეყნის შიდა კანონმდებლობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ წელს უწესებს ზღვარს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომ უპრობლემოდ მართონ ავტომობილი მათ ტერიტორიაზე. კანონმდებლობით მინიჭებული ერთი წელი ხელახლა აითვლება ყოველი მომდევნო საზღვრის კვეთის შემდგომ.

მართვის მოწმობის აღების ათასობით მსურველებმა დაანონსებულ სიახლემდე მოასწრო გამოცდაზე გასვლა. ანი კოხტაშვილი მათ შორის აღმოჩნდა, ვისაც გამოცდის დაჩქარებული წესით ჩაბარებამ და საათობით რიგში დგომამ მოუწია:

,,მიუხედავად იმისა, რომ თეორიაში კერძოდ ვემზადებოდი მასწავლებელთან და საკმაოდ კარგად ვიცი ყველა საკითხი, მაინც ვარჩიე, რომ სიახლისთვის თავი ამერიდებინა. გამოცდა რუსთავში ჩავაბარე, თუმცა იმ დღის გახსენებაც არ მინდა. დილის 9 საათზე მისული ჩავდექი უსასრულო რიგში და 4 საათზე მომიწია გამოცდაზე შესვლამ”- იხსენებს ანი. რიგში საათობით დგომისას რამდენიმე ადამიანს გამოველაპარაკე. რიგის დაკავებისთვის ზოგი სააგენტოსთან წინა ღამეს მისულა და მანქანაში გამოიძინეს. თუმცა, ჩემსავით საათობით ლოდინმა არ მიუწიათ. კარგი იქნებოდა, რომ სხვანაირი რეგულირების ფორმა შეემუშავებინა სააგენტოს... ერთი სიტყვით, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ჭყლეტვასა და არეულობაში მოვხვდებოდი. საბედნიეროდ პიორველივე ცდაზე ჩავაბარე როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი.” თამთა ასლანიშვილიც მათ შორის აღმოჩნდა, ვისაც დაანონსებული სიახლის გამო ძალიან მოკლე ვადაში მოუწია მართვის მოწმობის აღება:

,,გამოცდაზე გასვლას ასე უცებ არ ვაპირებდი, თუმცა გადავწყვიტე, რომ 15 დეკემბრამდე უნდა ამეღო მართვის მოწმობა. ორი დღე-ღამე ვიმეცადინე თეორიაში. სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულმა ტესტებმა დამაბნია. სხვადასხვა კატეგორიის მართვის მომწმობის ტესტები ქაოსურად იყო განთავსებული, შრიფტი ზოგგან იმდენად წვრილი იყო, რომ ტექსტის გარჩევა მიჭირდა. თუმცა მეგობარმა გადამარჩინა. მირჩია, რომ teoria.on.ge-ს ტესტებით მესარგებლა, რამაც აშკარად გამიმარტივა მეცადინეობის პროცესი. მართვის მოწმობის კატეგორიები, მარეგულირებლის სიგნალების ახსნა, ყველაფერი ცალ-ცალკე, სტრუქტურირებულად არის მოცემული. სახელმძღვანელოებში ზოგი ისეთი საგზაო ნიშანია, ამჟამად რომ არ გვხვდება ქუჩებში, სხვადასხვა სიტუაციების ამსახველი სქემები მცირე ზომის ფოტოზეა ნაჩვენები, რაც აღქმის საშუალებას ზოგჯერ ზღუდავს. ამ საიტზე მეცადინეობის პროცესში მსგავსი პრობლემები არ შემქმნია, ”- იხსენებს თამთა ასლანიშვილი.

მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით ბოლო დროს კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მსურველები უახლოეს მომავალში პრაქტიკულ გამოცდას არა სპეციალურ მოედნებზე, არამედ ქალაქის ქუჩებში ჩააბარებენ. ამის შესახებ შსს მომსახურების სააგენტოში ambebi.ge-ს აცნობეს, რომ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ქალაქის მასშტაბით, ავტოდრომის ან დახურული მოედნის გარეთ ჩატარება დაგეგმილია, თუმცა კონკრეტულად როდიდან განხორციელდება ცვლილება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გატანასთან დაკავშირებით პროექტი მუშავდება და ჯერ კიდევ მზადების პროცესშია.

სალომე შიხაშვილი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი