შაბათი, ღამის 11:40 საათი, კომპანიის ოფისში ვსხედვართ და ველოდებით, საბოლოოდ დავადასრუტოთ გამარჯვებულის ვინაობა, ბოლო დროს იმდენი წერილი მივიღეთ ამ კონკურსთან დაკავშირებით, რომ უკვე მონაწილეებზე მეტად გვაინტერესებს გამარჯვებულის ვინაობა და გვსურს მილოცვა ამ ხანგძლივ შეჯიბრში გამარჯვების! აი, 12-იც გახდა და გვყავს საბოლოო გამარჯვებული, თორნიკე ჯაშიამ 18 ათას ხმაზე მეტი მოაგროვა Facebook-ის საშუალებით და ახალი iPhone 6-ის მფლობელი გახდა!
გვიხარია, რომ გამარჯვება ღირსეული შრომით და აქტიურობით მოიპოვა და გვსურს ახლავე მივულოცოთ. www.moneyman.ge ემზადება, რომ ხვალ პირადად ესტუმროს თორნიკეს და პრიზი გადასცეს.
1 თებერვალი, კვირა. კვლავ ვიკრიბვებით კომპანიის ოფისში და ვარკვევთ გამარჯვებულის ადგილმდებარეობას. "მანიმენის" რადარები ყაზბეგის გამზირს გვიჩვენებს და ჩვენც იქეთ ვიღებთ გეზს.
გამარჯვებული მეგობრების ატმოსფეროში ატარებს კვირა დღეს. კაფეში მოულოდნელად "მანიმენი" შემოდის და ყველას ყურადღებას იპყრობს! თორნიკე და ნონა გაკვირვებული ჩანან, იციან, რომ კონკურსში გაიმარჯვეს, მაგრამ ასეთ სიურპრიზს არ ელოდნენ. "მანიმენმა" პირადად მიულოცა მათ გამარჯვება და სამახსოვრო პრიზიც გადასცა!
შეგახსენებთ, რომ წყვილმა კონკურსში ორიგინალური ისტორიით გაიმარჯვა, მათ "მანიმენი" ოჯახის შექმნის დღესასწაულის მოწყობაში დაეხმარა და მეგობრებთან ერთად პარიზში ჯვრის დასაწერად გამგზავრებაში შეუწყო ხელი!
R