გონიოსთან ახლოს ხანძარია

გონიოსთან ახლოს ხანძარია

აჭარის მთაში, ახალსოფელ-გონიოს საზღვართან ცეცხლს ამ დრომდე აქრობენ. როგორც შსს-ს აჭარის საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპატამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ხუსეინ სირაბიძემ განაცხადა, ხანძარი დღის პირველ ნახევარში გაჩნდა და ის დიდ ტერიტორიაზე გავრცელდა.

"ახალსოფელ-გონიოს საზღვართან, ავგის მთაში ხანძარი შუადღისას გაჩნდა. ტერიტორია ძალიან დიდია, დაახლოებით 10 კერა ჩავაქრეთ, დარჩენილია მხოლოდ ორი კერა და ცეცხლი სრულიად იქნება ლოკალიზებული. ცეცხლი ეკალბარს მოედო. ტერიტორიაზე არ არის ხეები და სახლები, შესაბამისად, მატერიალური ზარალი არ ყოფილა. ხანძრის ჩაქრობა გაართულმა ძლიერმა ქარმა. რაც შეეხება მიზეზს, უცნობია. მიმდინარეობს მოკვლევა, თუმცა სავარუდოდ დაუდევრობას ჰქონდა ადგილი", - აღნიშნა ხუსეინ სირაბიძემ.

მისივე თქმით, ზღვის სანაპიროს მხრიდან, სადაც მოსახლეობა ცხოვრებს, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არის.

ადგილზე მობილიზებულია სახანძროს სამსახურის 6 და სამაშველოს 2 ბრიგადა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია