ხანძარი ხუდადოვზე, რამაც თბილისში ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია

ხანძარი ხუდადოვზე, რამაც თბილისში ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია

ხუდადოვის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძარი ძველი საბურავების დაწვის შედეგად გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ადგილზე 7 სახანძრო და სამაშველო ბრიგადები მუშაობდა.

ხანძარმა დედაქალაქის ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავს ფაქტებს ადგილი ხშირად აქვს.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია