"მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. უმცროსი ბავშვი ავად არის. წამლის საყიდელი ფული არ მაქვს, ბინის დიასახლისი კი ამ ზამთარში სახლიდან გვაგდებს!!!! გთხოვთ, დამეხმარეთ!!!!!" - წერს მარტოხელა დედა.
ავადმყოფი შვილის გადასარჩენად შველას ითხოვს ქალბატონიც:
"ჩემი შვილი ავადაა. მას საქართველოში დიაგნოზი ვერ დაუდგინეს, ამისთვის საჭირო აპარატურა არ აქვთ. აუცილებელია გამოკვლევის ჩასატარებლად უცხოეთში გამგზავრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი დაიღუპება!!!!
ასეთი შინაარსის წერილებმა კომპანია "სილქნეტის" მენეჯმენტს გადააწყვეტინა, საქველმოქმედო ფონდი ჩამოეყალიბებინა, რომელიც შეძლებისდაგვარად დაეხმარებოდა გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს.
ფონდი ყოველთვიურად ეცნობა შემოსულ წერილებს და გაწერილი პრიორიტეტების მიხედვით იღებს დაფინანსების გადაწყვეტილებას.
უკანასკნელ პერიოდში კომპანია "სილქნეტის" ფონდმა ქველმოქმედების და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიზნით 100 000 ლარამდე გაიღო. თანხის დიდი ნაწილი (55 000 ლარი) ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას მოახმარა.
ფონდი სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზეც ზრუნავს და რამდენიმე ოჯახზე შეფობა აქვს აღებული - ყოველთვიურად თითოეულ ოჯახს 250 ლარს ურიცხავს.
ასევე, ზრუნავს "იმედის სახლის" ბინადრებზე, რომელშიც დარეგისტრირებულია სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი 250 ოჯახი და მათთვის მედიკამენტებს, პირველადი მოხმარების საგნებს იძენს.
"ფონდს" უყურადღებოდ არც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, კერძოდ კი, ქალთა კოლონიიდან შემოსული წერილები დაუტოვებია, რომლებშიც პატიმარი ქალები ოჯახში დარჩენილი შვილებისთვის დახმარებას ითხოვენ. საახალწლოდ კომპანიამ სურვილები აუსრულა და საჩუქრები გადასცა მათ ბავშვებს.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, "სილქნეტი" ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა ტიპის საქველმოქმედო ორგანიზაციებთან: ფონდი "იავნანა", "ნატვრის ხე", "ქვიშის საათი", "არტ ჰოლი", "კათარზისი", "ქალთა საერთაშორისო ასოციაცია – საქართველო" , "C და B ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანება" და სხვა.
"სილქნეტი" უკვე მთელი წელია თანამშრომლობს ფონდთან "ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ". ეს ორგანიზაცია კი, თავის მხრივ, სოციალურად დაუცველ ფენებს იმ სამედიცინო კვლევებს უტარებს, რომლებიც ონკოლოგიურ დაავადებებს ადრეულ სტადიაშივე ავლენს და რომლებიც სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით არ არის გათვალისწინებული.
გასულ წელს "სილქნეტის" ფონდმა მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სატელევიზიო საქველმოქმედო მარათონში, მათ შორის, "ეკა ხოფერიას შოუს" და " დიტო ცინცაძის ფონდის" მიერ გამართულ აქციებში.
"სილქნეტის" თითოეული თანამშრომელი თავად არის ქველმოქმედი. 2014 წელს ისინი უანგარო დონორები გახდნენ და ორჯერ გაიღეს სისხლი პატარა პაციენტებისთვის. დონაციის აქცია თბილისში, კომპანიის ფილიალებში ჩატარდა.
"სილქნეტი" ასევე ზრუნავს სოციალურად დაუცველ აბონენტებზე, რომელთა რიცხვი 4000-ს აჭარბებს. კომპანია მათ სატელეფონო მომსახურების გადასახადზე შეღავათს უწესებს. მარტოხელა პენსიონერები, პირველი ჯგუფის უსინათლო პირები და აგრეთვე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები "სილქნეტის" ქსელში იღებენ 50%-იან ფასდაკლებას სააბონენტო გადასახადზე და უფასო სასაუბრო წუთებს. მსგავსი სოციალური პროექტი უპრეცედენტოა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და მას მხოლოდ კომპანია "სილქნეტი" ახორციელებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აბონენტებისთვის მომსახურების ახლად გახსნილი ცენტრები აღჭურვილია პანდუსით.
"სილქნეტის" საქველმოქმედო აქტივობები მრავალფეროვანია. კომპანია აყალიბებს სტრატეგიას, ახორციელებს როგორც წლის პროექტებს, ისე ჩართულია ცალკეულ აქტივობებში. "სილქნეტი" ორიენტირებულია, იზრუნოს და დადებითი წვლილი შეიტანოს სოციალური პრობლემების მოგვარებაში.
R