"მაგთი" აბონენტებს და რეპუტაციას კარგავს: "სამარცხვინო კომპანიაა, ჩემი საკუთარი ფულით ნაყიდი ამახიეს!"

"მაგთი" აბონენტებს და რეპუტაციას კარგავს: "სამარცხვინო კომპანიაა, ჩემი საკუთარი ფულით ნაყიდი ამახიეს!"

"MAGTICOM, არ დავიღლები თქვენი "დათაგვით". ნამუსი გაქვთ????????!!!!!!!", - ამ სტატუსს თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი მაგდა პოპიაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს. მისი აღელვების მიზეზი "მაგთიკომის" სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვით, კომპანიამ კორპორატიულ კლიენტებს ინტერნეტპაკეტი გაუუქმა.

"გაცნობებთ, რომ 2014-2015 წლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შეძენილი ინტერნეტ, SMS და წუთობრივი პაკეტები გაგიუქმდათ. შეიძინეთ ახალი პაკეტები 2015-2016 წლის ტენდერით გათვალისწინებული პირობებით. ფასები უცვლელია", - ეს არის ის შეტყობინება, რომელიც კომპანიამ გაავრცელა.

მაგდა პოპიაშვილის სტატუსს მალევე მოჰყვა სოციალური ქსელის მომხმარებელთა გამოხმაურება. მათი კომენტარებიდან ირკვევა, რომ კორპორატიული კლიენტების დაზარალება მხოლოდ ინტერნეტ-პაკეტის გაუქმებით არ ამოწურულა და მომხმარებლებს ის თანხაც ჩამოეჭრათ, რომელიც მათ ახალი ინტერნეტ-პაკეტების შესაძენად გადაიხადეს.

"...რაც მთავარია, ხალხს დღეს აყიდინეს ახალი ინტრნეტპაკეტები და ისიც კი ჩამოაჭრეს", - წერს "მაგთის" კიდევ ერთი დაზარალებული კლიენტი ნათია ლეშკაშელი, რომელსაც კიდევ ერთი დაზარალებული, ოთო ნემსაძე ეთანხმება: "სამარცხვინო კომპანიაა!!! ჩემი საკუთარი ფულით ნაყიდიც კი ამახიეს!!!!".

ინტერნეტმომხმარებელთა რიცხვი, რომელიც გასული 24 საათის განმავლობაში "მაგთის" უპასუხისმგებლობაზე საუბრობდა, საკმაოდ დიდია.

  • "საოცრებაა არა მარტო მიუქმდება ორი დღის წინ შეძენილი ინტერნეტ პაკეტები, ვეღარც ვყიდულობ ახალს. მიწერს, რომ არ მაქვს სერვისით სარგებლობის უფლება";
  • "ეს რას ნიშნავს? დილით რომ ვიღვიძებ და ეს ამბავი მხვდება?? არც ერთ სიტუაციაში არ არიან მართლები... ერთ ღამეში ამას რომ აკეთებს კომპანია";
  • "ნეტა ასეთ დროს რის გაკეთებას გვირჩევენ? შევწყვიტოთ ინტერნეტის მოხმარება, თუ სხვა ქსელზე დავპორტირდეთ?" ;
  • "აქაც იტყუებიან. გამიუქმდა კიდევაც 16 გბ და ახალსაც ვერ ვყიდულობ";
  • "და რატო უნდა ვიყიდო ახალი? როცა უკვე ნაყიდი მქონდა ამ თვეში ... სად წერია, რა წესია? ერთი გამეცით პასუხი რატომ გადაწყდა ეს ყველაფერი!! უნამუსოები";
  • "არ უფრთხილდებიან იმიჯს, განა რა მოგება უნდა ნახოს, რომ უღირს იმიჯის შელახვა, თვის ბოლომდე მაქვს ნაყიდი ინტერნეტ პაკეტი და ეხლა მწერს, თავიდან იყიდეო, სირცხვილია", - წერენ უკმაყოფილო მომხმარებლები.
გაღიზიანებული მომხმარებლების გამოხმაურებების პასუხად კომპანიამ სააგენტო "აქცენტთან" გააკეთა კომენტარი. "2014-2015 წლის სატენდერო ხელშეკრულების პირობებით, აბონენტები სარგებლობდნენ როგორც კორპორაციული, ასევე პირადი ანგარიშებიდან, ამიტომ ორივე შემთხვევაში გაუქმდა შეძენილი პაკეტები. ხელშეკრულების ვადის გასვლა ასევე გულისხმობდა მომსახურების შეწყვეტას და არცერთი ხელშეკრულების ვადის გასვლის შეტყობინება არ იგზავნება მომხმარებელთან. წინასწარი გადახდის პრინციპი გულისხმობს, რომ აბონენტი თვითონ განსაზღვრავს, თუ რა ოდენობის მომსახურება სურს მიიღოს. ხელშეკრულების ვადის გასვლა ნიშნავს ხელშეკრულების შეწყვეტას. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტით გაუქმდა სააბონენტო ნომერზე არსებული ერთეულები", - ამბობენ "მაგთიში".

შეგახსენებთ, რომ უახლოესი მონაცემების მიხედვით, "მაგთი" არა მხოლოდ რეპუტაციას, არამედ მომხმარებლებსაც კარგავს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, "მაგთის" აბონენტების რაოდენობა, 2014 წელს ყოველთვიურად იკლებს, ხოლო "ბილაინის" და "ჯეოსელის" - იმატებს. რაც შეეხება შემოსავლებს, 2014 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, მობილური კომპანიების შემოსავლებმა ჯამში 36, 451, 629 ლარი შეადგინა. აღნიშნული კი ასე გადანაწილდა: "მაგთიკომი"- 15, 560, 421 ლარი, "ჯეოსელი" - 13, 667, 027 ლარი, ხოლო "ბილაინი" 7, 067, 433 ლარი.

"არ ვამბობ, რომ ექიმებმა პირი შეკრეს და დედაჩემი მოკლეს, ვითხოვ დაისაჯოს ის, ვინც გაუფრთხილებლობით დედას მენჯ-ბარძაყი გადაუმტვრია" - რა გადაწყვეტილბას მიიღებს რეგულირების სააგენტო 5 ექიმის თაობაზე?

“თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ საგზაო-სამშენებლო ტექნიკის ბრენდების - Bomag-ისა და Marini-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 671 ახალი შემთხვევაა - როგორია ბოლო დღე-ღამის ტესტირების შედეგები რეგიონების მიხედვით