ნიღბიანმა პირებმა ვანის რაიონში მამფორიების ოჯახის წევრები აწამეს

ნიღბიანმა პირებმა ვანის რაიონში მამფორიების ოჯახის წევრები აწამეს

ვანის რაიონის სოფელ შუამთაში მცხოვრებ მამფორიების ოჯახში სამი ნიღბიანი პირი შეიჭრა. ისინი ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული.

"ნიღბებით იყვნენ, რაც იშოვე საზამთროში, მოგვეციო, ხარი მყავდა კიდევ გაყიდული და რაც მქონდა მივეცი. 2510 ლარი და 1800 დოლარი მქონდა", - ამბობს დაზარალებული კახა მამფორია.

ოჯახის დიასახლისის, ხათუნა გზირიშვილის თქმით, ნიღბიანი პირები 20 ათას ლარს ითხოვდნენ, რადგან ეს თანხა ვერ იპოვეს, წამებით შეეცადნენ მიზნის მიღწევას.

წყარო: newpress.ge

”ახალი გაზეთი”

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია