მამაკაცი, რომელიც ბესელიას შვილს სკანდალურ ბრალდებას უყენებს, დაკითხვაზე დაიბარეს - რეალურად, რა მოხდა ფოთში

მამაკაცი, რომელიც ბესელიას შვილს სკანდალურ ბრალდებას უყენებს, დაკითხვაზე დაიბარეს - რეალურად, რა მოხდა ფოთში

ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეოპორტალზე გამოქვეყნებულ სიუჟეტს, რომელშიც რესტორან "ფაზისში" მომხდარ დაპირისპირებაზეა საუბარი, და ამ დაპირისპირებაში ეკა ბესელიას ვაჟი, რატი მილორავა ფიგურირებს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სიუჟეტის გავრცელების შემდეგ დეპუტატმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები ცილისწამებლურია[ნახეთ სრული ტექსტი], რაზეც ნანუკა ჟორჟოლიანის პასუხმაც არ დააყოვნა [ნახეთ ტელეწამყვანის პასუხი].

Ambebi.ge დაინტერესდა, თუ რა მოხდა ფოთში, და რეალურად, საუბრობენ თუ არა დაპირისპირებაში ეკა ბესელიას ვაჟის მონაწილეობაზე.

ფოთში Ambebi.ge-სთან რესპოდენტები მოარულ ხმებზე დაყრდნობით საუბრობენ, რომ 31 იანვარს რესტორან "ფაზისში" დაპირისპირება მოხდა, რაშიც ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას შვილია გარეული. ფოთელები ყვებიან, რომ რესტორანში რატი მილორავა, ქალაქის მთავარი პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე და ფინანსური პოლიციის უფროსი დავით ბუკია იმყოფებოდნენ. გავცელებული ინფორმაციით, ჩხუბი დავით ბუკიასა და რატი მილორავას შორის მოხდა. კერძოდ, როგორც ადგილობრივები Ambebi.ge-სთან ყვებიან, რატი მილორავა დავით ბუკიას პასუხს სთხოვდა, თუ რატომ არ დაიჭირეს ფოთის ყოფილი მერი დავით სარსანია.

ფოთის ფინანსური პოლიციის უფროსი დავით ბუკია გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს. ელგუჯა მირგატია კი, რომელიც სიუჟეტში მომხდარ ამბავს ყვება, რამდენიმე წუთის წინ ფოთის საქალაქო სამმართველოში მოწმის სტატუსით დაიბარეს. უწყებაში, რომელიც მან მიიღო, წერია: "გაცნობებთ, რომ ფოთის საქალაქო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №-045050215017 საქმეზე ქ. ფოთში, რესტორან "ფაზისი"-ში დავით ბუკიას ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე". მირგატია დაკითხავზე უკვე შესულია.

Ambebi.ge რესტორან "ფაზისის" ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ 31 იანვარს ეს ადამიანები მათთან რესტორანში არ იმყოფებოდნენ.

სოფო კორტავა, ფოთი

AMBEBI.GE

მეტი ინფორმაციისთვის:

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია