თბილისის-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი ოპელი მაშინ დაიწვა, როდესაც გვირაბის შუა ნაწილში იმყოფებოდა. დაუყოვნებლივ განხორციელდა ავტომანქანაში მყოფი მგზავრების ევაკუაცია, რომელთა შორის მცირეწლოვანიც იმყოფებოდა.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაზიანებული ავტომობილი გვირაბიდან გამოყვანილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის გვირაბში აღდგენილია.