უახლესი ინფორმაცია| ვაგზალზე მოვაჭრე მოკლული ქალის შესახებ ნინო გიორგობიანი განცხადებას ავრცელებს
ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე მძარცველებმა საკუთარ სახლში ქალი გაგუდეს, ბინიდან კი ფული და ოქროს სამკაულები წაიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიის განმარტებით, გარდაცვლილის ვინაობის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქალი ვაგზლის ბაზრობაზე ბანანით ვაჭრობდა.
მათივე ცნობით, იმავე ტერიტორიაზე სხვა მოვაჭრეები სამართალდამცავებისგან საქმის დროულად გამოძიებას მოითხოვენ, სხვა შემთხვევაში, საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
Ambebi.ge მომხდარის შესახებ დეტალების გარკვევას ცდილობს.
იცილეთ ვიდეო: "მძინარე, ლოგინში მოგუდეს" - ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალი მოკლეს