ქუთაისში ეკლესიიდან გამოსული 19 წლის გოგონა ავარიამ იმსხვერპლა - ტრაგედია მამის გარდაცვალების დღეს

ქუთაისში ეკლესიიდან გამოსული 19 წლის გოგონა ავარიამ იმსხვერპლა - ტრაგედია მამის გარდაცვალების დღეს

ქუთაისში, ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, რის შედეგადაც 19 წლის ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა. შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მანქანა ფეხით მოსიარულეს მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ეკლესიიდან გამოდიოდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 19 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევნილია.

როგორც ადგილობრივები გოგონას შესახებ ყვებიან, ის სხვა დევნილებთან ერთად ქუთაისში, სასტუმრო "თბილისში" ცხოვრობდა. დედამისი სამუშაოდ საბერძნეთშია წასული, მამა კი წლების წინ გარდაიცვალა. გოგონა სწორედ მამის გარდაცვალების დღეს ეკლესიაში იმყოფებოდა მოსალოცად და უბედური შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ის ეკლესიიდან წამოვიდა.

ირაკლი აკობია

Ambebi.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია