ავტომანქანას, რომელიც თბილისში რესტორანში შევარდა და ადამიანი იმსხვერპლა, პოლიციელი მართავდა?

ავტომანქანას, რომელიც თბილისში რესტორანში შევარდა და ადამიანი იმსხვერპლა, პოლიციელი მართავდა?

"გურიის მოამბეს" ინფორმაციით, თბილისში მომხდარ უბედურ შემთხვევაში ოზურგეთელი პოლიციელი ფიგურირებს. ავტომანქანას, რომელიც ვარკეთილში, ერთ-ერთ რესტორანში შევარდა და ერთი ადამიანი იმსხვერპლა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გოჩა გრიგოლაშვილი მართავდა.

გრიგოლაშვილი შსს-ს გურიის მთავარი სამმართველოს ურეკის პოლიციის ქვეგანყოფილების თანამშრომელია. ის შრომის თემის სოფელ ორმეთის უბნის ინსპექტორი იყო და თბილისში გადამზადების კურსებზე იმყოფებოდა.

შსს პრესსამსახურში მომხდარ ფაქტს და ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებენ, თუმცა, გამოძიების დასრულებამდე სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

იხილეთ ვრცლად

guriismoambe.com

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია