ქუთაისში ეკლესიიდან გამოსული 19 წლის გოგონას სიკვდილში პოლიციელის ოჯახის წევრს ადანაშაულებენ

ქუთაისში ეკლესიიდან გამოსული 19 წლის გოგონას სიკვდილში პოლიციელის ოჯახის წევრს ადანაშაულებენ

2015 წლის 6 თებერვალს ქუთაისში ტრაგედია მოხდა, - 19 წლის გოგონა ნანა გიგლემოანი, რომელიც მამის გარდაცვალების წლისთავზე ეკლესიაში მოსალოცად იმყოფებოდა, ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ ავარიის შედეგად გარდაიცვალა.

ნანა გიგლემოანის ახლობლებმა მძღოლის დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.  მათი თქმით, ეჭვმიტანილი პოლიციელის ოჯახის წევრია და მათი ვარაუდით, მისი დაკავება სწორედ ამის გამო არ ხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. უწყება დამატებითი დეტალების შესახებ კომენტარს გამოძიების დასრულებამდე არ აკეთებს.

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია