ხუთმა წამყვანმა კომპანიამ ტექნიკის ფესტივალი დაიწყო

ხუთმა წამყვანმა კომპანიამ ტექნიკის ფესტივალი დაიწყო

11 თებერვლიდან კომპანიები - ოქეი, ალტა, არაი, მეტრო მარტი და სმაილი ტექნიკის ფესტივალს მართავენ. ფესტივალის ფარგლებში, ტექნისკის ბაზრის წამყვანი ხუთი კომპანია 11-დან 22 თებერვლამდე მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს გაუკეთებს. აქციები ყველა სახის ტექნიკას შეეხება.

ფესტივალის საზეიმო გახსნის ცერემონია, თბილისი ცენტრალის სავაჭრო ცენტრში 11 თებერვალს გაიმართა და მას ტექნიკის კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად თბილისის არჩეული მერი - დავით ნარმანია დაესწრო. ფესტივალის საზეიმო გახსნაზე მიწვეულ სტუმრებს სასიამოვნო გარემო, მუსიკა და საჩუქრები დახვდათ.

"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ბაზარზე არსებული ტექნიკის მაღაზიები ერთობლივ აქციაში ერთვებიან. ფესტივალის ფარგლებში მოქმედებს განსაკუთრებული შემოთავაზებები - ფასდაკლებები, საჩუქრები, განვადების შეღავათიანი პირობები" - აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ფესტივალის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ წამოწყება მთელ საქართველოს მოიცავს. აღნიშნული შემოთავაზებები გავრცელდება ოქეის, არაის, მეტრო მარტის, სმაილის და ალტას მაღაზიების მთლიან ქსელში - როგორც თბილისში, ასევე - რეგიონებში. ტექნიკის ფესტივალი 22 თებერვლამდე გაგრძელდება.

ფესტივალი მომავალში ტრადიციულ სახეს მიიღებს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი