რა ბედი ელის ილია ჭავჭავაძის ძეგლს, რომელიც 15 წელია მზესა და წვიმაში აგდია?

რა ბედი ელის ილია ჭავჭავაძის ძეგლს, რომელიც 15 წელია მზესა და წვიმაში აგდია?

ლაგოდეხში, ყოფილი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ილია ჭავჭავაძის ძეგლი აგდია. უპატრონოდ მიტოვებული ძეგლი ნაწილ-ნაწილ არის დაშლილი და ზედ ხეებია ამოსული.

როგორც ადგილობრივები რადიო "ჰერეთთან" აცხადებენ, ძეგლი უკვე 15 წელია, რაც  ამ ტერიტორიაზეა და თითქმის განადგურებულია. ისინი ძეგლის ქალაქის ცენტრში, ან რომელიმე ქუჩაზე გადატანას და დამონტაჟებას ითხოვენ.

როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია აცხადებს, აღნიშნული ძეგლი შესაძლოა ქალაქის ცენტრში, ე.წ ძველი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, შადრევანის ადგილზე დაიდგას.

წყარო: heretifm.com

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა