ქეთი მელუა გორში ჩავიდა - რა გეგმები აქვს მომღერალს?

ქეთი მელუა გორში ჩავიდა - რა გეგმები აქვს მომღერალს?

დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ქეთი მელუამ, გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად, 12 თებერვალს ექსპერიმენტული რეპეტიცია ჩაატარა. როგორც ქალთა კამერული გუნდის ქორმაისტერი თეონა ცირამუა აცხადებს, რეპეტიციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა რა გეგმები აქვთ მომავალში გუნდს და ქეთი მელუას, თეონა ცირამუა კომენტარს არ აკეთებს.

"ჯერჯერობით არ ვთვლით, რომ გამოსაქვეყნებლად გვაქვს საქმე. გვქონდა ექსპერიმენტული რეპეტიცია, რამაც წარმატებით ჩაიარა და კმაყოფილები ვართ. ეს არის და ეს", - ამბობს გუნდის ხელმძღვანელი.

ქეთი მელუას გორში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გორის დარბაზის ხელმძღვანელმა თამაზ მაყაშვილმა გაავრცელა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება