უბედური შემთხვევა სამტრედიასთან - მატარებელს ქალი ჩაუვარდა

უბედური შემთხვევა სამტრედიასთან  - მატარებელს ქალი ჩაუვარდა

სამტრედიასთან, მატარებლის შეჯახების შედეგად გარდაცვლილი 70 წლამდე ასაკის ქალია, -ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რკინიგზის დასავლეთ რეგიონის მოძრაობის უსაფრთხოების ინსპექციის უფროსმა რობერტ ამაღლობელმა შემთხვევის ადგილიდან აცნობა.

მისივე თქმით, გარდაცვლილის ვინაობა უცნობია. მოხუცს თან პირადობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი არ გააჩნია. მისივე ინფორმაციით, მატარებლის მემანქანემ ქალი შეამჩნია და მატარებლის შეჩერებას შეეცადა, თუმცა ქალი ლიანდაგებიდან არ გადავიდა. შემთხვევა 18.20 საათზე მოხდა.

აღნიშნული ფაქტის გამო, მატარებელი გაჩერებულია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია