რა საიდუმლო გაანდო უცხოპლანეტელმა მიხეილ ცაგარელს - "დედამიწაზე ცხოვრებისას ისინი საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობდნენ"

რა საიდუმლო გაანდო უცხოპლანეტელმა მიხეილ ცაგარელს - "დედამიწაზე ცხოვრებისას ისინი საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობდნენ"

ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, ასტორლოგი მიხეილ ცაგარელი უცხოპლანეტელებთან მის უშუალო კონტაქტზე საუბრობდა და მათთან შეხვედრის დეტალებს ყვება. ასტროლოგმა ტელემაყურებელს უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელთან შეხვედრის შინაარსი გააცნო და ემოციებზეც უამბო, რომელიც ამ შეხვედრას თან ახლდა.

როგორც მიხეილ ცაგარელი უცხოპლანეტელის ნაამბობის მიხედვით ამბობს, მათი წინაპრები თავის დროზე აქ, დედამიწაზე ცხოვრობდნენ და მას შემდეგ, რაც იგივე თანმიმდევრობით გაიარეს ევოლუციის ის გზა, რასაც ჩვენ დღეს გავდივართ, ისინი დედამიწიდან სხვა პლანეტაზე გადაფრინდნენ.

"მე უცხოპლანეტელებთან უშუალო კონტაქტი მქონდა, მათ შევხვდი კიდეც. ეს იყო 90-იან წლებში, როდესაც ძალიან ბევრი უცხოპლანეტელი შემოდიოდა, ამაზე ბევრიც იწერებოდა. ერთ-ერთი შემთხვევა მაია ჯაბუას კონცერტის დროს მოხდა, როდესაც ათობით ადამიანმა დაინახა უცხოპლანეტელები.

რაც შეეხება მათთან ჩემს კონტაქტს, გულის ფანცქალი დღემდე მახსოვს, მეშინოდა, სიმართლე გითხრათ, რადგან ეს რაღაც უცხოსთან შეხვედრა იყო... ჩვენი შეხვედრა რუსთავში შედგა, და რომ მკითხოთ, რა ენაზე ვსაუბრობდით, ენა იქ არ იყო, ეს იყო აბსოლუტურად ტელეპატიური კონტაქტი. მახსოვს, გამიჩერდა საათი, თავი ამტკივდა საშინლად, და არსება, რომელსაც შევხვდი, იყო საოცარი პიროვნება. ის, დაახლოებით, ორ მეტრზე მეტი სიმაღლის იყო, მამაკაცი, რომელსაც უცნაური ფერი ჰქონდა.

ჩვენ გვქონდა დიალოგი, რომლის მსგავსი არასდროს მქონია. სულ რამდენიმე შეხვედრა იყო. საერთოდ, ცუდად გამოდიან კონტაქტზე და ეს შემთხვევა იყო ერთადერთი, რომელმაც იმდენი რამ "გახსნა", რომ მე ვიყავი გაკვირვებული.

ვკითხე საქართველოზე, და მან მითხრა, რომ ისინი არიან ძველი ებრაელების წარმომადგენლები, მითხრა, თუ რომელი თანავარსკვლავედიდან არიან, ისიც მითხრა, რომ მათ გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც ადრე ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, რომ ისინი ოდითგანვე ცხოვრობდნენ აქ, დედამიწაზე, მაგრამ ევოლუციურ გზაზე გაიარეს ზუსტად ის, რასაც ახლა ჩვენ გავდივართ: გამოიგონეს ველოსიპედი, შემდგომ ავტომობილი, შემდეგ კომპიუტერული ტექნოლოგიები და თვითმფრინავები... და მან თქვა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათმა ცივილიზაციამ აქ, დედამიწაზე ამოწურა შესაძლებლობები და გადავიდნენ რაკეტების სისტემაზე და სხვა, ირგვლივ მყოფ სისტემებში გაფრენაზე. როგორც უცხოპლანეტელმა მითხრა, მათი განვითარების ამ ეტაპზე მათი სხეული გახდა უცხო და უკვე დასჭირდათ სხვა სხეული იმისთვის, რომ გადასულიყვნენ სხვა განზომილებაში.

რაც შეეხება შეხვედრის ორგანიზებას, ამაში ჩემი მეგობარი დამეხმარა. ჩემამდე მას ჰქონდა კონტაქტი და მან წამიყვანა შემდეგ შეხვედრაზე; ანუ მათ შორის შედგა დიალოგი, დანიშნეს სად და როდის იქნებოდა შემდგომი მათი შეხვედრა და წამიყვანა მე, ორნი ვიყავით.

რატომღაც, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბოლო პერიოდში მათთან კონტაქტი შეწყდა. სხვათა შორის, ჩემს კითხვაზე, თუ რატომ არ შემოდიან ისინი აქტიურ კონტაქტზე, მითხრა, რომ ეს ჯერ ადრეა, და როცა მიიღებენ შესაბამის ბრძანებას, აქტიურად დაამყარებენ კავშირს, და როდესაც ვკითხე, თუ რა არის მათი ჩვენთან კონტაქტზე გამოსვლის მიზანი, მითხრა, რომ ისინი იცავენ დედამიწას უგუნურობისგან. ადამიანებმა შეიძლება დაანგრიონ პლანეტა, და თუ დედამიწა აფეთქდა, ეს გადაეცემა მთელ მზის სისტემას და შემდეგ დაანგრევს სხვა ცივილიზაციებსაც...", - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ინტერვიუ შოუდან "სხვა რაკურსით".

საქართველოში ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ვარსკვლავების მატარებელი“ თბილისის ცაზე - starlink-ის თანამგზავრები საქართველოშიც გამოჩდნენ

მელანია ტრამპი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და ნიჩბით ხელში -  როგორ ფორმაში რგავს აშშ-ის პირველი ლედი ხეებს (ფოტოები)