კასპის რაიონის სოფელ სარიბარიში გიგოლაევების ოჯახის სახლის სახურავი დაიწვა. არსებული ინფორმაციით, გიგოლაევები ვაზაგაშვილების ოჯახის ახლობლები არიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოჩა გოჩიტაშვილმა განუცხადა, ადგილზე გასული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებმაც ცეცხლი უკვე ჩააქრეს. მისივე ინფორმაციით, ცეცხლი სახლში შემავალი ერთ-ერთი მილიდან გაჩნდა, რის შედეგადაც სახლის სახურავი დაიწვა.
"ხანძარი უკვე ჩააქრეს. სერიოზული არაფერი მომხდარა", - აღნიშნა გოჩიტაშვილმა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.