მარკუს მეტრეველს ყოფილი საყვარელი საჯაროდ ამცირებს - რას ვერ პატიობს 45 წლის ბიზნესლედი 28 წლის მომღერალს

მარკუს მეტრეველს ყოფილი საყვარელი საჯაროდ ამცირებს - რას ვერ პატიობს 45 წლის ბიზნესლედი 28 წლის მომღერალს

მარკუს მეტრეველი, რომელიც ყოველთვის ცდილობს, რომ ხალხს თავი სკანდალებით დაამახსოვროს, ამჯერად კიდევ ერთ უსიამოვნებაში გაეხვა. სულ ახლახანს 28 წლის მომღერალმა ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში განაცხადა, რომ 45 წლის ბიზნესვუმენ ლელა მიქელაძეს ხვდება, თუმცა მათი ურთიერთობა იმაზე უფრო ადრე დასრულდა, ვიდრე სკეპტიკოსები ფიქრობდნენ...

ლელა მიქელაძეს დუბაიში საკუთარი ბიზნესი აქვს და მარკუსიც პირველად იქ ნახა. მათი ურთიერთობა "ფეისბუქზე" მიმოწერით დაიწყო და თბილისში გაგრძელდა. წყვილი უკვე ღიად აცხადებდა საკუთარი ურთიერთობის შესახებ, როდესაც "ფეისბუქზე" ლელა მიქელაძის სტატუსი გავრცელდა, რომელშიც ბიზნესვუმენმა ახალგაზრდა ყოფილ საყვარელს "კონჩიტა" ეძახა და მის მიმართ დამამცირებელი სიტყვებიც გამოიყენა.

"ვაიმე გავიგუდე, სუპერ ქალი სდომებია გვერდში კონჩიტას, ზრუნავს ჩემზე, გარდერობი განაახლეო, მე მიგიყვან და გაყიდინებო. ეტყობა სხვაგან რომ ვერ ჩამადებინეს ინვესტიცია ეხლა "შმოტკებში" უნდათ, რომ ფული ჩამადებინონ. ვაა, მაგარია.

ქალი დუბაიში ვცხოვრობ 12 წელია, თუ რამე ბრენდი არსებობს საუკეთესო, არ დამიტოვებია, რომ არ მეყიდა და ახლა ამ კონჩიტას გემოვნებით უნდა ჩავიცვა თურმე მე? ვაი, შე საცოდავო, ჯობია საკუთარ თავზე იზრუნო… პირველად რომ შევხვდი "რედისონში" ღაჟღაჟა წითელი შარვლით და ღაჟღაჟა მაისურით მოვიდა შეხვედრაზე. დაცვის ბიჭები თავებს გვერდზე ატრიალებდნენ, ხალხი შოკში იყო, ვისთან ერთად შემოვიდა ყავის დასალევადო. ყველასთან გავანეიტრალე სიტუაცია. ადამიანს ჩაცმით არასდროს ვაფასებ, უბრალოდ ეს ტაკიმასხარა ჩაცმის კულტურას რომ მე მასწავლის, ცოტა სასაცილოა რაა…

მე არ მიყვარს, მარკუს, კონჩიტასავით ტუალეტების სარკეებში ფოტოების გადაღება, თორემ კარგად ხედავს ყველა და განსაკუთრებით ის ადამიანი, ვისაც ყოველდღე ვხვდები, რომ, რაც თბილისში ჩამოვედი, რამდენიმე თვის განმავლობაში, ერთი და იგივე "შმოტკა" არ მცმია. თვითონ ბუნებით ვარ ასეთი, ერთხელ რომ ჩავიცვამ, მეორე დღეს არ შემიძლია იგივე სამოსის ჩაცმა… ტუალეტებიდან გამოვიყვანე, საშუალება მივეცი რომ ნორმალურ საზოგადოებასთან ჰქონოდა შეხება, გარდა შოუბიზნესის წარმომადგენლებისა და ეს მაიმუნი მე მეჯიბრება და მასწავლის ცხოვრებას და ჭკუას", - დაწერა ლელა მიქელაძემ.

იხილეთ ვიდეო: "რა "მუღამი" აქვს პატარა ბიჭთან ურთიერთობას?"