ავარიას აგარა-გომის მონაკვეთზე დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

ავარიას აგარა-გომის მონაკვეთზე დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

სამი ადამიანი ემსხვერპლა აგარა-გომის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას. დედაქალაქიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა , ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა.

გარდაცვლილთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი და მათი დედაა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფმა სხვა მგზავრებმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს.

ავარიის მიზეზს საპატრულო პოლიცია ადგენს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია