კახელმა მამაკაცმა პოლიციელებს ტელევიზორი სერიალების საყურებლად მოპარა და უკან დააბრუნა

კახელმა მამაკაცმა პოლიციელებს ტელევიზორი სერიალების საყურებლად მოპარა და უკან დააბრუნა

გურჯაანის სასამართლოდან 21 წლის დიმა ხაჩიშვილის გაქცევა მთელი საქართველოს სახუმარო თემა გახდა. არადა, მანამდე სამართალდამცველების გაბრიყვება 50 წელს გადაცილებულმა ველისციხელმა მამაკაცმაც შეძლო. მისი თქმით, რძალმა სერიალების ყურების საშუალება არ მისცა, გამოსავალი კი მარტივად იპოვა და ტელევიზორი პოლიციის შენობიდან, სამართალდამცველების დაუკითხავად, სერიალების საყურებლად სახლში წაიღო.

სერიალების მოყვარული მამაკაცი პოლიციის შენობის წინ დილის საათებში დასეირნობდა, პოლიციის შენობიდან ტელევიზორის ხმა შემოესმა, განყოფილებაში შევიდა, ჩაძინებულ პოლიციელებს ტელევიზორი გამოურთო და სახლში წაიღო.

"რძალმა ამარიდა ტელევიზორი, მთელი ღამე ჩართული გაქვს, ბავშვს არ აძინებო, ტელევიზორი თავის ოთახში შეიტანა და მე მის ოთახში ხომ არ შევიდოდი? 70 მანეთის ზარალი მიაყენაო. ძლივს ვახრიალებდი, ანტენა შევუერთე, მაღლიდან ჩამოვუშვი. არც მუშაობდა წესიერად, მარტო ხმას ვუსმენდი. სერიალს ვუყურე და უკან მივუტანე, არაფერი დაშავებულა. დღეში 4-5 ძარცვა ხდება, იმას ვერ იჭერენ და მე მომადგნენ, უბედურს", - ამბობს მამაკაცი.

მამაკაცის განმარტებით, სამართალდამცავებმა ტელევიზორის მოპარვა ვერც შემთხვევის დროს გაიგეს და ამას ვერც მომავალში შეიტყობდნენ, ოჯახის წევრებს ის უკან რომ არ დაებრუნებინათ. ნივთის დაბრუნების შემდეგ კი, მამაკაცის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და 4 წელი პირობითი სასჯელი მიესაჯა.

"ჩემებმა გაახმაურეს. უკან მიუტანა ჩემმა ბიჭმა და რომ არ მიეტანა ვერაფერს გაიგებდნენ, არავინ დამინახავს და არავინ არაფერი იცოდა. მომთხოვეს 3000 ლარი გადაიხადეო, მაგრამ მე კაპიკი არ მაქვს და გინდა დამიჭირეთ და გინდა არა-მეთქი", - ამბობს მამაკაცი.

სოფელში ამბობენ, რომ მამაკაცს დანაშაული არასდროს ჩაუდენია და წარსულში კარგი რეპუტაციითაც გამოირჩეოდა.

მომზადებულია ტელეკომპანია "გურჯაანის" მასალის მიხედვით.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია