აგარა-გომის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას მეოთხე ადამიანიც ემსხვერპლა

აგარა-გომის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას მეოთხე ადამიანიც ემსხვერპლა

21 თებერვალს, აგარა-გომის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა. მეოთხე გარდაცვლილი საკირეში მცხოვრები 60-წლამდე ასაკის ქალბატონია. ლალი სიხარულიძე ვალე-თბილისის მიკროავტობუსით მეუღლესთან ერთად მგზავრობდა. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი საკირეში თამაზ ჩუტკერაშვილი აცხადებს, ავარიის შედეგად სიხარულიძის მეუღლეც დაშავდა, მას ხელი აქვს მოტეხილი.

შეგახსენებთ, 21 თებერვალს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალციხეში მცხოვრები 30 წლის რუსუდან ხუციშვილი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი გარდაიცვალნენ.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია