"ახალი პრემიერი არ უნდა იყოს არც ბიძინას პირადი ბანკირი, არც ბიძინას პირადი მძღოლი, არც ბიძინას პირადი მზარეული" - მიშა მშვილდაძის ანტიკრიზისული გეგმა

"ახალი პრემიერი არ უნდა იყოს არც ბიძინას პირადი ბანკირი, არც ბიძინას პირადი მძღოლი, არც ბიძინას პირადი მზარეული" - მიშა მშვილდაძის ანტიკრიზისული გეგმა

მიშა მშვილდაძე "ფეისბუქზე" ქვეყნის გადარჩენის 10 პუნქტიან ანტიკრიზისულ გეგმას აქვეყნებს:

საქართველოს გადარჩენის 10 პუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა ჩემგან

1. პარლამენტმა დაუყოვნებლივ გადააყენოს პრემიერ-მინისტრი, როგორც მთავარი პასუხისმგებელი ეკონომიკურ კრახზე, მეტი ინიციატივა აიღოს ქვეყნის მართვაზე პარლამენტმა

2. ახალი პრემიერი არ უნდა იყოს ამჟამინდელი მინისტრთა კაბინეტის წევრი, განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდიდან, აგრეთვე არც სერგეენკო, არც არავითარი სოციალისტური იდეებით შეპყრობილი თამადა, არც ბიძინას პირადი ბანკირი, არც ბიძინას პირადი მძღოლი, არც ბიძინას პირადი მზარეული, არც ბიძინას პირადი არავინ, არც ბიძინა პირადად - ცოტა ტვინი გაანძრიეთ პარლამენტის უმრავლესობის მოჭიდავეებზე ინტელექტით აღმატებულმა ნაწილმა და გაიხსენეთ ვინმე.

3. ახალი პრემიერი მოდის ახალი მინისტრთა კაბინეტით, რომელიც ლონგ თერმში რა თქმა უნდა ვარსკვლავებს ვერ მოსწყვეტს, მაგრამ აკრიტიკებს ღარიბაშვილის მთავრობას, იტყვის რომ აღარ გაიმეორებს მის შეცდომებს, გააუქმებს პრემიებს, შეამცირებს ბიუროკრატიას, დაწევს გადასახადებს, განაახლებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მოკლევადიან პერსპექტივაში შექმნის მთავრობის ადეკვატურობის ილუზიას მაინც, რომ ლარის დაცემა შეჩერდეს

4. ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ფინანსებიდან გამოყოფს ნახევარ მილიარდ დოლარს სავალუტო რეზერვების შესავსებად და კიდევ ნახევარს, ოღონდ აგრეთვე დოლარს ჩაასხამს ეკონომიკაში, რის შემდეგაც უბრუნდება ქველმოქმედებას, აღარ ერევა პოლიტიკაში და საკუთარი აღმზრდელობითი მუღამების სარეალიზაციოდ კიდევ უფრო მეტ დროს უთმობს ოჯახს

5. რასაც კარასინი დააბარებს აბაშიძეს, იმას აღარაფერს აღარ ვაკეთებთ, ცოტა ხანში კარასინს მობეზრდება და შეწყვეტს ამ ყლინჯაფინურ შეხვედრებს

6. რის ვაი-ვაგლახით ვცდილობთ ამ საარჩევნო ციკლის მიყვანას შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე, ამ პერიოდში კი ცხადდება მორატორიუმი ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურის მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენებაზე (სისხლის სამართლის საქმეები შეგიძლიათ გააგრძელოთ, უბრალოდ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ვეღარავის ჩასვამთ - მარტივია)

7. შემდეგ არჩევნებზე მოსახლეობა ირაზმებით და აძლევთ ხმას ვისაც მე გეტყვით

8. მე თვითონ საკუთარ კანდიდატურას არ დავაყენებ და მერეც არც არსაიდან ვმართავ ტელეფონით იმ ახალ მთავრობას

9. ტურიზმის სწრაფი ზრდის მიზნით ვაცხადებთ მარიხუანას ლეგალიზაციას და სახელმწიფო კანცელარიას ვღებავთ მწვანე ფერში

10. თუ არ დამიჯერებთ, რასაც მოიგებთ, იმას წაამატეთ, რაც მაშინ მოიგეთ, ბოლოს როცა არ დამიჯერეთ

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს

2015 წლის 24 თებერვალი, თბილისი

გრიშა გრშვილდაძე, ესკვაირი" - წერს მშვილდაძე.

წარმოდგენილია Fb.com-ზე საჯაროდ გამოქვეყნებული პოსტი

"მეგობრებო, დაიწყო მართული შეტევა ჩემზე და ჩემს კოლეგებზე..." - პაატა იმნაძე

ბერა ივანიშვილი Tik-Tok-ზე ამჯერად დედასთან ერთად გამოჩნდა (ვიდეო)

"როგორც ჩანს, სამაგალითოდ უნდა დავისაჯო, რათა ვერავინ გაბედოს სიმართლის ლაპარაკი" - ზურაბ გურული კრიტიკას პასუხობს