ეკა კვესიტაძეს ე.წ. კანონიერი ქურდი ემუქრება - ჟურნალისტი დახმარებას ითხოვს

ეკა კვესიტაძეს ე.წ. კანონიერი ქურდი ემუქრება - ჟურნალისტი დახმარებას ითხოვს

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ამბობს, რომ მას ე.წ. კანონიერმა ქურდმა, "ლავას ოღლიმ" დაურეკა და დაემუქრა. ჟურნალისტი შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს. კვესიტაძე უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართავს და იმ ტელეფონის ნომერსაც ღიად წერს, რომლიდანაც, მისი თქმით, ე.წ. კანონიერმა ქურდმა დაურეკა.

"არჩილ თალაკვაძე, მოგმართავ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს - ახლა დამირეკა კანონიერმა ქურდმა, მინდია გორაძემ, იგივე ლავას-ოღლიმ ტელეფონის ნომრიდან +372 81 652097 და დამემუქრა. იმედია სათანადო ზომებს მიიღებთ, ლავას-ოღლის ადგილმდებარეობას დაადგენთ და მის ექსტრადიციას მოითხოვთ", - განაცხადა ჟურნალისტმა Facebook-ზე.

ეკა კვესიტაძის განცხადებას გამოეხმაურა შსს-ს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ უწყება აღნიშნულ ფაქტზე სამართლებრივ რეაგირებას დაუყონებლივ დაიწყებს.

დაგაინტერესებთ: ვინ არის 33 წლის "კანონიერი ქურდი" ლავას ოღლი, რომელიც "სპორტსმენი კრიმინალებით" აჭარის გაკონტროლებას ცდილობს

თემის გაგრძელება: "უმაღლესი სინჯის *ირია" - დავით პაიჭაძე კალაძეს "კანონიერი ქურდის" მუქარის ზარის კომენტირების გამო შეურაცხყოფს

Позвонить Отправить SMS Добавить в Skype Call with Skype creditsБЕСПЛАТНО в Skype

"პნევმონიას დაერთო ფილტვის ბაქტერიული ინფიცირებაც, განვითარდა სეფსისი" - გორში კორონავირუსით უროლოგი მირიან არსაკიძე გარდაიცვალა

"ბოლოს რომ ვესაუბრე, ანეკდოტიც მოვუყევი, გაიცინა და მითხრა, აღარ შემიძლია, დავიღალეო" - რას ამბობს კვაშალი წიკლაურის მდგომარეობაზე?

ამირან გამყრელიძე პატრიარქთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს