ჩხუბი გამგეობის შენობაში - მხილებულია ერთი პიროვნება

ჩხუბი გამგეობის შენობაში - მხილებულია ერთი პიროვნება

გორის ადმინისტრაციულ შენობაში ღამის 12 საათისთვის ორი პიროვნება დაუბრკოლებლად  შევიდა. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლები იყვნენ. რამდენიმე წუთში ჩხუბის ფაქტზე 112-ზე შეტყობინება შევიდა. პატრულის ორი ეკიპაჟი და კრიმინალური პოლიციის ერთი პიკაპი შენობის ჭიშკართან სიგნალებით მივიდა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ღამით მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კი შემდეგ კომენტარს აკეთებენ:

"გამოძიება 125-ე მუხლით (ცემა) მიმდინარეობს. მხილებული პიროვნების სახელსა და გვარს ვერ გეტყვით. დაკავებული არავინაა", - განუცხადეს ქართლის საინფორმაციო ცენტრს შსს-ში.

წყარო: qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია