კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას მოხუცი ქალი ემსხვერპლა, 2 მგზავრი მძიმედ დაშავდა

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას მოხუცი ქალი ემსხვერპლა, 2 მგზავრი მძიმედ დაშავდა

ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 70 წლის ქალი გარდაიცვალა, 3 მგზავრი კი მძიმედ დაშავდა. მათ გადაუდებელი დახმარება ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში უტარდებათ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. წინასწარი ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ენისლის რწმუნებულმა კახა მჭედლიშვილმა განუცხადა, "მიცუბიშის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

"დაზარალებულები ენისელში ცხოვრობენ. როგორც ამბობენ, ახალგაზრდა დიდი სიჩქარით მიდიოდა და საჭე ვერ დაიმორჩილა. ბებია ადგილზევე გარდაიცვალა, მძღოლი და დედა საავადმყოფოში გადაიყვანეს",-განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს კახა მჭედლიშვილმა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსი" და Ick.ge-ს მიხედვით

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია