ვერტმფრენი, რომელსაც 5 ადამიანი გადაჰყავდა, გუდაურში დაჯდომისას რამდენჯერმე ამოტრიალდა, - ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.
"თუშეთის" ავიახაზების ინფორმაციით, კომპანიის კუთვნილ ვერტმფრენს ხელი მეტეოროლოგიურმა პირობებმა შეუშალა.
ბორტზე 4 ტურისტი და ეკიპაჟის ერთი წევრი იმყოფებოდა. დაშავებულები არ არიან.
მგზავრებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.