180-ე საჯარო სკოლაში ასაფეთქებელ მოწყობილებას ეძებენ

180-ე საჯარო სკოლაში ასაფეთქებელ მოწყობილებას ეძებენ

არსებული ინფორმაციით, 180-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა განუცხადა, ამის მიზეზი ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ 112-ში შესული სატელეფონო შეტყობინებაა, რომელიც სკოლის ტელეფონზე ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულის გამო სკოლის შენობიდან მოსწავლეთა გამოყვანა მოხდა.

მშობლის ინფორმაციით, ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს.

180-ე საჯარო სკოლა ვარკეთილში მდებარეობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია