ბულაჩაურში მსუბუქი ავტომობილი მდინარე არაგვში გადავარდა

ბულაჩაურში მსუბუქი ავტომობილი მდინარე არაგვში გადავარდა

ბულაჩაურში მსუბუქი BMW-ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარე არაგვში ჩავარდა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს მანქანაში 5 ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რუსთავი2-ის ინფორმაციით, ავტომობილიდან მოქალაქეების გამოყვანა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დროულად შეძლეს. მგზავრებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და ისინი თავს კარგად გრძნობენ.

წყარო: rustavi2.com

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია