ვინ არიან ერთმანეთისთვის "კეპკიანი" პოლიტიკოსი და მოძალადე, რომელმაც ფოტორეპორტიორი სასტიკად ცემა

ვინ არიან ერთმანეთისთვის "კეპკიანი" პოლიტიკოსი და მოძალადე, რომელმაც ფოტორეპორტიორი სასტიკად ცემა

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის ცემის ვიდეოკადრების გავრცელებას ინტერნეტ-სივრცეში დიდი გამოხმაურება მოყვა. ნაწილმა ამჟამად უკვე დაკავებული ივანე ბეგიაშვილი დაადანაშაულა, თუმცა კადრების გავრცელების შემდეგ ყველაზე უარყოფითი რეაქცია "კეპიანმა სათვალიანმა" პირმა დაიმსახურა.

სოციალურ ქსელებში მოქალაქეები წერდნენ, რომ "კეპიანი" არათუ არ აშველებდა ინციდენტში მონაწილე პირებს, არამედ მას ფოტოკორესპონდენტი ეჭირა და არ აძლევდა საშუალებას გასცლოდა ადგილს, ან თავი დაეცვა. ვიდეოს ნახვის შემდეგ Facebook-ზე უამრავი ადამიანი მას მორალურ პასუხისმგებლობას აკისრებს და არაერთი შეურაცხმყოფელი ფრაზითაც "ამკობს".

ინციდენტში მონაწილე "კეპიანი" პირი პარტია "თავისუფალი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბეგიაშვილია. ამასთან, გიორგი ბეგიაშვილი ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე დაკავებული ივანე ბეგიაშვილის მამაა.

- კადრები მილიონჯერ ვნახე მთელი ღამე დეტალურად შევისწავლე და არანაირ გადაცდომას არც სამართლებრივად არც მორალურად ადგილი ჩემი მხრიდან არ ქონია. მე ირაკლის არ ვიჭერდი. მე ვაშველებდი. ინტერპრეტაციები ვის როგორი ექნება, ეს ჩემი პრობლემა არ არის. ზოგადად, შინაგანი კულტურის და პროფესიონალიზმის საკითხია ჟურნალისტების. ეს ჩემი პრობლემა არ არის. სიცრუის ტირაჟირებას საზღვარი აქვს და ეს უნდა დასრულდეს.

- ადასტურებთ ინფორმაციას, რომ დაკავებული ივანე ბეგიაშვილი თქვენი შვილია?

- დიახ, მაგრამ ჩემი შვილის გაუბედურებას მაგ ვაჟბატონს (ირაკლი გედენიძეს) არ ვაპატიებ არც ერთ შემთხვევაში.

- რა დაინტერესება ჰქონდა ირაკლი გედენიძეს თქვენი შვილის მიმართ, ან რა სახის პროვოკაციაზე საუბრობთ, როდესაც საჯარო სივრცეში ხდება ფოტოს გადაღება?

- რა დაინტერესება ქონდა ირაკლი გედენიძეს არ ვიცი, თუმცა პროვოკაცია იყო. იჯდა ბავშვი მანქანაში. მოვიდა და უღებს სურათს მაინცდამაინც ამას. ალბათ, ჩათვალა გამოწვევად, ბავშვია, 21 წლის ახლა გახდა.

იხილეთ ვიდეოფაქტი| "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტს სახეში ურტყეს და კამერა დაუმტვრიეს

ჯონი პატარკაციშვილი

AMBEBI.GE

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია