სვირის სამგზავრო ავტობუსის გადაბრუნების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

 სვირის სამგზავრო ავტობუსის გადაბრუნების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგიდან ახალციხის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი სოფელ ტატანისთან  გადაბრუნდა. სვირის თემის ყოფილი რწმუნებულის, ბორის შუბითიძის ინფორმაციით, ავტობუსში ექვსი ადამიანი იჯდა.

"სასწრაფო მოვიდა, მაგრამ არავინ იყო დაშავებული და დახმარება არც არავის დასჭირვებია. თუმცა, მოგვიანებით ერთ-ერთმა სვირში მცხოვრებმა თავი ცუდად იგრძნო და ექიმთან თავად მივიდა. გაესინჯა, კარგადაა და უკვე უკან დაბრუნდა", - ამბობს შუბითიძე.

თავი ცუდად იგრძნო სოფელ ბოგაში მცხოვრებმა შუახნის ქალმაც. იგი საავადმყოფოში თანასოფლელებმა მიიყვანეს. მათი თქმით, მას მხოლოდ მსუბუქი ხარისხის დაჟეჟილობები აღმოაჩნდა.

ავარიის მიზეზი სამგზავრო ავტობუსის გაუმართაობა გახდა.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია