აშშ-ში საქართველოს საელჩო ორი სამხედრო კურსანტის დაღუპვასთან დაკავშირებით დეტალებს სწავლობს

აშშ-ში საქართველოს საელჩო ორი სამხედრო კურსანტის დაღუპვასთან დაკავშირებით დეტალებს სწავლობს

აშშ-ში საქართველოს საელჩო ორი ქართველი სამხედრო კურსანტის დაღუპვასთან დაკავშირებით დეტალებს სწავლობს. "ამერიკაში საქართველოს კონსული და სამხედრო ატაშე ამ წუთებში იმ ადგილას მიემართებიან, სადაც დღეს ავტოავარიაში ორი ქართველი სამხედრო კურსანტი დაიღუპა", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აშშ-ში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა განუცხადა, დღეს, გამთენიისას, ნიუ-ჯერსისთან ავტოავარიაში ორი ქართველი სამხედრო კურსანტი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია