ნიუ-ჯერსში დაღუპული ქართველი სამხედრო კურსანტების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს სამხედრო ატაშემ ვეფხია ჩალადაშვილი განუცხადა, ქართველი კურსანტები ნიუ-ჯერსში სამხედრო აკადემიაში სწავლობდნენ. მათი ასაკი 20-23 წელია.
"დაღუპულების ვინაობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გაავრცელებს", _ აღნისნა სამხედრო ატაშემ.
მისივე თქმით, იგი ამჟამად ვაშინგტონიდან ნიუ-ჯერსში შემთხვევის ადგილზე მიემგზავრება და დამატებით დეტალებს ადგილზე გაარკვევს.
დღეს, გამთენიისას, ნიუ-ჯერსიში ავტოავარიაში ორი ქართველი სამხედრო კურსანტი დაიღუპა.