მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი დაკავებულია: რატომ მოკლეს ძმები ბოჭორიშვილები და რას ჰყვებიან მეზობლები

მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი დაკავებულია: რატომ მოკლეს ძმები ბოჭორიშვილები და რას ჰყვებიან მეზობლები

თელავში მომხდარი მკვლელობა გახსნილია! მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია! ინფორმაციას პროკურატურა გაავრცელებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.

30 წლამდე ასაკის ძმებ ანდრო და ირაკლი ბოჭორიშვილებს დღეს, დაახლოებით 16:30 საათისთვის, თელავში, ე.წ. "სამხედრო ქალაქთან", საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ესროლეს. სროლის შედეგად ანდრო ბოჭორიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ირაკლი კი თელავის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"პოლიციის თანამშრომელს ანდრო და ირაკლი ბოჭორიშვილების ვალი ჰქონდა. ძმები სახლთან ავტომანქანის ზეთს ყიდდნენ. პოლიციელს რამდენჯერმე ზეთი შეუცვალეს. დილით სთხოვეს, რომ თანხა გადაეხადა. ეს შეურაცხყოფად მიიღო. ცოტა ხნის შემდეგ მივიდა, ნასვამ მდგომარეობაში იყო, იარაღი ამოიღო და ორივეს ესროლა. ანდრო ადგილზე დაიღუპა", – ჰყვებიან მეზობლები.

ყველა ინფორმაცია მკვლელობის შესახებ იხილეთ ტეგზე #მკვლელობა თელავში

ტრაგედია კახეთში - თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს, ბრალდებული პოლიციის უფროსის მოადგილეა

პოლიციამ თბილისში დააჯარიმა 2 კოვიდინფიცირებული, რომელიც ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებოდა

ცოლად შერთვის მიზნით, 16 წლის გოგონას გატაცების ფაქტზე 3 პირი დააკავეს