"წყალტუბოში პოლიციელმა თავი იმის გამო მოიკლა, რომ მამის მკურნალობის ფული არ ქონდა" - თვითმკვლელობის ახალი დეტალები

"წყალტუბოში პოლიციელმა თავი იმის გამო მოიკლა, რომ მამის მკურნალობის ფული არ ქონდა" - თვითმკვლელობის ახალი დეტალები

წყალტუბოში ნაპოვნი პოლიციელის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი უკვე სახელდება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი გარდაცვლილის ახლობლებზე დაყრდნობით ადგილიდან იუწყება, სამართალდამცავის თვითმკვლელობის შესაძლო მიზეზი მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა გახდა.

არსებული ცნობით, გარდაცვლილი პოლიციელის მამა საავადმყოფოშია მოთავსებული, რომლის მკურნალობის თანხის გადახდაც ოჯახს არ შეუძლია.

სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზეზი სწორედ ეს გახდა.

წყალტუბოში პოლიციის თანამშრომელი გარდაცვლილი დღეს იპოვეს. არაოფიციალური ინფორმაციით, 28 წლამდე მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მომხდარის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია