შორენა ბეგაშვილისა და ნუკი კოშკელიშვილის მორიგი ვნებიანი კადრი ფილმიდან, რომელიც ეკრანზე ჯერ არ გამოჩენილა

შორენა ბეგაშვილისა და ნუკი კოშკელიშვილის მორიგი ვნებიანი კადრი ფილმიდან, რომელიც ეკრანზე ჯერ არ გამოჩენილა

12 მარტს კინოთეატრებში ახალი ქართული ფილმი გამოვა, სადაც ქართველ მსახიობებთან ერთად, რუსული "კომედი შოუს" ვარსკვლავიც თამაშობს.

ფილმს ჰქვია "3+3", რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილია, სცენარის ავტორი კი ნიკა რამიშვილი. ფილმის შინაარსი ასეთია, სამი დაქალი, რომლებიც ძმაკაცების ცოლები არიან, გადაწყვეტენ 8 მარტი ქმრების გარეშე აღნიშნონ. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ შორენა ბეგაშვილი, ნათია წიწილაშვილი, ნუკი კოშკელიშვილი, კოტე თოლორდავა, პაატა გულიაშვილი და დათო დარჩია. სიუჟეტის მიხედვით, დაქალები გადაწყვეტენ 8 მარტი გაატარონ ქმრების გარეშე და მარტო გაერთონ. მთელი დღე ემზადებიან ამისთვის და საბოლოოდ საცურაო აუზზე ჩაიკეტებიან. იქ სასაცილო ისტორიები ვითარდება, რასაც მაყურებელი კინოთეატრებში იხილავს.

იხილეთ ფოტოგალერეა