''ქორწინებამდე თანაცხოვრების მომხრე არ ვარ'' - ზურა მანჯავიძე ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე

''ქორწინებამდე თანაცხოვრების მომხრე არ ვარ'' - ზურა მანჯავიძე ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე

მომღერალ ზურა მანჯავიძეს ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ, აღმოჩნდა, რომ ჩვენი რესპონდენტისთვის გერლფრენდ-ბოიფრენდობის ინსტიტუტი მაინცდამაინც მისაღები არ ყოფილა, თუმცა ოჯახში თანასწორუფლებიანობას აღიარებს, ღალატის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობას ქალსაც და კაცსაც ერთნაირად აკისრებს.

- საკმაოდ ტრადიციული ადამიანი ვარ, ოღონდ არა თავგადაკლული. ტრადიცია, რომელიც ნეგატიურ დამოკიდებულბას იწვევს ჩემში, არის უზარმაზარი ქელეხი ან ქორწილი, 1000-კაციანი, მაგალითად. არ ვამბობ, რომ პატარა არ უნდა გაკეთდეს, უბრალოდ, ასეთი მასშტაბის არც ქორწილი მომწონს და არც ქელეხი, მით უმეტეს, თუ ეს უკანასკნელი დიდხანს გრძელდება და ქეიფს ემსგავსება. ისეთ სუფრაზეც არ მსიამოვნებს ყოფნა, სადაც მთავარი სმაა, არაა გართობა, სიმღერა, ცეკვა, ლექსი, დროის ტარება.

- ხშირად ისმის პრეტენზიები თამადის მიმართ.

- ვისაც თამადა არ მოსწონს, იმას კარგი თამადისთვის არასდროს მოუსმენია. მე ისეთ თამადებთან მქონია ურთიერთობა, რომელთა მოსმენაც ჩემთვის გაკვეთილივით იყო, თუკი ასეთ ადამიანს მოუსმენენ, ნეგატიური დამოკიდებულება აღარ ექნებათ.

- ზურა, რას იტყვით დაუპატიჟებელ სტუმარზე დღევანდელ დღეს?

- როდესაც სტუმარი გყავს, ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებ, რომ თავი არ შეირცხვინო, უსტუმრო ოჯახი – ეს ქართველი კაცისთვის ყველაზე სამარცხვინო დახასიათებაა. ამიტომ, მიუხედავად დიდი გაჭირვებისა, ცდილობენ, თავი არ შეირცხვინონ. დაუპატიჟებელი სტუმარი დისკომფორტს მაშინ იწვევს, თუკი მისი კარგად გამასპინძლების საშუალება არ გაქვს.

იხილეთ გაგრძელება

6 მარტს გასამართი Paul Kalkbrenner-ის ღონისძიების დეტალები ცნობილია

"უცნაური ფინალია - თითქოს რუსთავი-თბილისის წინააღმდეგაა" - "დიდი სცენის" ერთადერთი ფინალისტი გოგონა და მისი სამომავლო გეგმები

მაკა ზამბახიძე და მიხეილ ჩოხელი დაქორწინდნენ - ფოტოები ჯვრისწერიდან