გურჯაანის გამგეობის შენობის ფასადი ჩამოინგრა

გურჯაანის გამგეობის შენობის ფასადი ჩამოინგრა

გურჯაანში მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალაქის ტერიტორიული ორგანოს შენობის ფასადი ჩამოინგრა. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. მაშველები ფასადის იმ ნაწილის დემონტაჟს ახდენს, რომელიც ქუჩაში ფეხით მოსიარულეებს საფრთხეს უქმნის.

"შენობის ფასადის დაზიანება თოვლმა და წვიმებმა გამოიწვია. შენობაში მომუშავეთა და მოსახლეობის დაცვის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაზიანებული ფასადის ნაწილი ჩამოგვენგრია", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გამგებლის წარმომადგენელმა დიმიტრი არევაძემ.

მისივე თქმით, შენობის დაზიანებულ ფასადს უახლოეს პერიოდში აღადგენენ.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია